
„მომავლის ვარსკვლავები“ არის პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენას, წარმოჩენასა და მხარდაჭერას. პროექტი ემსახურება ბავშვთა ფეხბურთის პოპულარიზაციას, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მოტივაციის შექმნას და მათი წარმატებების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.
პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ბავშვთა საფეხბურთო ტურნირების აქტიური გაშუქება: სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ჩემპიონატების მატჩების, გამორჩეული მოთამაშეების წარმოჩენა. საფეხბურთო აკადემიების, სკოლებისა და კლუბების პოპულარიზაცია.
„მომავლის ვარსკვლავების“ პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა ბავშვთა საფეხბურთო კლუბების შესახებ ჟურნალი-ალბომი, რომელიც აერთიანებს კლუბების ისტორიებს, ახალგაზრდა სპორტსმენების წარმატებებს, ფოტოებს, ინტერვიუებსა და საინტერესო საფეხბურთო ამბებს. ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცე, სადაც მომავალი ფეხბურთელები საკუთარ შესაძლებლობებს წარმოაჩენენ და უფრო მეტ მოტივაციას მიიღებენ განვითარებისთვის.